ჩვენ შესახებ
„ბადიში“ - ჩხაიძეების ოჯახის მიერ შექმნილი ოჯახური ბრენდია გურიიდან, რომელიც აერთიანებს თაობიდან თაობას გადმოცემულ რეცეპტებს, ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტებსა და ნამდვილ გურულ სტუმართმოყვარეობას. ჩვენი სახელიც ჩვენს ისტორიას უკავშირდება - “ბადიში“ გურულ კილოზე შვილიშვილს ნიშნავს. ეს არის სიმბოლო იმ კავშირისა, რომელიც თაობებს შორის ტრადიციებით, გემოებითა და სიყვარულით იქმნება. ჩვენს საოჯახო საწარმოში, გურიის გულში, თავად ვამზადებთ აჯიკებს, საწებლებს, სანელებლებს, ჩაისა და სხვა ტრადიციულ პროდუქტებს. ვიყენებთ ჩვენს მეურნეობაში მოყვანილ ნედლეულსა და ადგილობრივი ფერმერებისგან შერჩეულ საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებს. ჩხაიძეების ოჯახში დღემდე ვინარჩუნებთ წინაპრებისგან მიღებულ რეცეპტებსა და მომზადების ტრადიციებს, რომლებიც ჩვენი პროდუქციის საფუძველია. ბადიშისთვის გემო მხოლოდ საკვები არ არის - ეს არის ოჯახის ისტორია, გურული იუმორი, გულწრფელი მასპინძლობა და სიყვარული, რომელიც თითოეულ პროდუქტში იგრძნობა. მობრძანდით გურიაში, ჩხაიძეების ოჯახში, სადაც ტრადიციული გემოები და ნამდვილი სტუმართმოყვარეობა გელოდებათ.
აი, მართლაც კაია, ძამა!