ბადიშის პროდუქტების გაცნობა-დეგუსტაცია

ბადიშის პროდუქტების გაცნობა-დეგუსტაცია

ხანგრძლივობა:
45 წუთი
ადგილი : სოფ. მელექედური, ოზურგეთი

აღმოაჩინეთ გურიის ავთენტური გემოები ერთ დეგუსტაციაში. დააგემოვნეთ ჩვენი ტყემლები, საწებლები, აჯიკები, გურული სუნელი და სხვა ტრადიციული პროდუქტები.

დამატებითი დეტალები

დეგუსტაციას თან ახლავს მჭადი, ყველი, კუპატი, ნაკვერჩხალზე შემწვარი კარტოფილი, სეზონური ბოსტნეული და ტრადიციული გურული ტკბილეული. გაიგებთ ბადიშის პროდუქტების ისტორიას, მათი გამოყენების წესებს და უკეთ შეიგრძნობთ გურიის კულინარიულ კულტურას. გამოცდილება ხელმისაწვდომია წინასწარი დაჯავშნით.

აირჩიეთ თარიღი

აირჩიეთ კერძები

სასურველი კერძები შეუკვეთეთ წინასწარ. ადგილზე კერძების შეკვეთა შეუძლებელია.

მწვადი

ღორის მწვადი (5 ნაჭერი) — ადგილობრივი ღორის ხორცისგან მომზადებული წვნიანი და არომატული მწვადი, რომელიც იდეალურად ერწყმის „ბადიშის“ ნატურალურ ტყემლის საწებელს.

ქვის კეცზე გამოცხობილი ხაჭაპური(6 ნაჭრიანი)

ტრადიციული რეცეპტით, ქვის კეცზე გამომცხვარი ხაჭაპური უხვი და წელვადი ყველით. დაჭრილია 6 ნაჭრად — იდეალურია გასაზიარებლად.

დასწრების ღირებულება (20.00 ₾ x 0) ₾ 0.00
კერძების ღირებულება ₾ 0.00
სულ ₾ 0.00