23 ივლისი 2025
ჩვენი მონაწილეობა „შარქ თენქ საქართველოში“
პირველ რიგში, უდიდეს მადლობას ვუხდი „შარქ თენქ საქართველოს“ მთლიან გუნდსა და უმაგრეს შარქებს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის.
რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას 50%-იანი წილის დათმობაზე უარის თქმის შესახებ — ამ ნაბიჯს არ ვნანობ. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რადგან უარი ვთქვი სწრაფ განვითარებასა და უძლიერეს შარქთან თანამშრომლობაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩემი საქმიანობის, ოჯახური რეცეპტებისა და ბებიის დიდძალი სიყვარულია. ასეთ დიდ წილს ვერავის და ვერასდროს დავუთმობ.
მჯერა საკუთარი თავის, ჩემი იდეის, ენერგიისა და ამ საქმისადმი სიყვარულის. წინ დიდი გეგმები გვაქვს და მთელი შემართებით ვაგრძელებთ სვლას!