გურული სუნელი
ინგრედიენტი/Ingredients: ნედლი ქინძი/Raw coriander თხილი/Nut, ცვალებადი
პორციით/Variable proportions: მარილი/Salt, ნიორი/Garlic, ყვითელიყვავილი
(ზაფრანა)/Yellow Flower (Zafrana), მწვანე წიწაკა. დანამატების გარეშე, ხელნაკეთი,
დაბალანსებული სიცხარით და ბახმაროს მწვანილებით.
კვებითი ღირებულება 100 გ სურსათში/Natritional value in 100g of food:
ენერგეტიკული ღირებულება/energy: 937,8 კჯ/Kj. ნახშირწყლები/Carbohydrates
19,8 გ/G. ცილა/Protein: 6,7 გ/G. ცხიმი/Fat: 13,1 გ/G. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები/
Saturates:0,4 გ/G. შაქრები/Sugars: 5,3 გ/G. მარილი/Salt:4,5 გ/G.
მე ის გურული სუნელი ვარ, ბებიის სამზარეულოში რომ დავიბადე. ჩემი გემო იმ დღეების მოგონებაა, როცა ბებია ბადიშებს ელოდებოდა, სამზარეულოში ფუსფუსებდა და სიყვარულით ამზადებდა გურულ სუფრას. ვამზადდები საგულდაგულოდ შერჩეული ნატურალური ინგრედიენტებით, ტრადიციული წესით, რათა თითოეულ კერძს გურული ხასიათი და გამორჩეული არომატი შევმატო. მე მხოლოდ სუნელი არ ვარ, მე ვარ გურიის მონატრება და ბებიის ხელის სითბო. განსაკუთრებით ვუხდები კიტრი-პომიდვრის სალათს, როცა ცოტაოდენ ძმართან ან ლიმონის წვენთან ერთად გამოიყენებენ. ასევე შესანიშნავად ერწყმი მოხარშულ სიმინდსა და ტკბილ ნესვს.
აი, მართლაც კაია, ძამა!
პროდუქციის მიწოდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე ხდება შეკვეთის განხორციელებიდან 4-7 სამუშაო დღეში.
მიწოდების საფასური:12ლ
(საქართველოს ფოსტის შემთხვევაში) საზღვრებს გარეთ გზავნილის ჩაბარება მყიდველისათვის ხორციელდება მის მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით, ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში. გზავნილი ბარდება უშუალოდ მყიდველს ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ პირთა წრეს.
გზავნილის მყიდველისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ის დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში ინახება 30 დღე, რის შემდეგაც ბრუნდება უკან გამყიდველთან.
გზავნილის ტრანსპორტირებისა და მყიდველის ჩაბარების ვადები - 7 - 21 სამუშაო დღე.
ტრანსპორტირების ღირებულება საქართველოს ფარგლებს გარეთ დაითვლება გადახდის გვერდზე მისამართის ქვეყნის და ქალაქის მითითების შემდეგ.
მსგავსი პროდუქცია