ტყემლის საწებელი
ინგრედიენტი/Ingredients: წითელი ტყემალი/RED TKEMALI 88%,
ნედლი ქინძი/RAW CORIANDER, ომბალო/PENNYROYAL, კამა/DILL,
ცვალებადი პორციით/ VARIABLE PROPORTIONS: ნიორი/GARLIC,
ქინძი/ CORIANDER უცხო სუნელი/FOREIGN SPICES, მარილი/SALT,
წითელი წიწაკა/RED PEPPER.
კვებითი ღირებულება 100 გ სურსათში/Natritional value in
100g of food: ენერგეტიკული ღირებულება/energy: 134,0 კჯ/Kj.
ნახშირწყლები/Carbohydrates 7,4 გ/G. ცილა/Protein: 0,6 გ/G.
ცხიმი/Fat: 0 გ/G. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები/Saturates: 0 გ/G.
შაქრები/Sugars: 4,5 გ/G. მარილი/Salt: 3,3 გ/G.
მე სახელგანთქმული ბადიშის ტყემლის საწებელი ვარ! ჩემი ისტორია ჩხაიძეების ოჯახში იწყება - ცეცხლზე, ჩახანაში (როგორც გურიაში ქვაბს ვეძახით), ბებიის საიდუმლო რეცეპტითა და ტრადიციული მეთოდით ვიხარშები, სანამ ნამდვილ გურულ ხასიათსა და გამორჩეულ გემოს შევიძენ. ჩემს მოსამზადებლად ვიყენებთ მხოლოდ საგულდაგულოდ შერჩეულ, მაღალი ხარისხის წითელ ტყემალს, როგორც ჩვენი საკუთარი ბაღიდან, ისე ადგილობრივი ფერმერებისგან. ცინცხალი მწვანილები, ნატურალური სანელებლები და, რა თქმა უნდა, ომბალო ჩემი უნიკალური გემოს მთავარი საიდუმლოა. მე ვარ ტრადიციის, ბუნებრივი ინგრედიენტებისა და ოჯახური სიყვარულის გემო — ისეთი, როგორიც ნამდვილ გურულ სუფრას უხდება. აი, მართლაც კაია, ძამა!
პროდუქციის მიწოდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე ხდება შეკვეთის განხორციელებიდან 4-7 სამუშაო დღეში.
მიწოდების საფასური:12ლ
(საქართველოს ფოსტის შემთხვევაში) საზღვრებს გარეთ გზავნილის ჩაბარება მყიდველისათვის ხორციელდება მის მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით, ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში. გზავნილი ბარდება უშუალოდ მყიდველს ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ პირთა წრეს.
გზავნილის მყიდველისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ის დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში ინახება 30 დღე, რის შემდეგაც ბრუნდება უკან გამყიდველთან.
გზავნილის ტრანსპორტირებისა და მყიდველის ჩაბარების ვადები - 7 - 21 სამუშაო დღე.
ტრანსპორტირების ღირებულება საქართველოს ფარგლებს გარეთ დაითვლება გადახდის გვერდზე მისამართის ქვეყნის და ქალაქის მითითების შემდეგ.
მსგავსი პროდუქცია