აღმოაჩინეთ გურული კულინარიული ტრადიცია საკუთარი ხელით. ამ მასტერკლასზე თქვენ თავად მოამზადებთ ტრადიციულ გურულ ღვეზელს. გამოიყენებთ ჩვენს გურულ სუნელს, გაეცნობით მომზადების ყველა ეტაპს და გამოცდით ძველ ტექნიკას - ქვის კეცზე, შუაცეცხლზე გამოცხობას. მომზადების შემდეგ ერთად დავაგემოვნებთ თქვენს მიერ შექმნილ ღვეზელს და გავიზიარებთ იმ გემოსა და ემოციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გურული ოჯახური სამზარეულოს ნაწილია.
დამატებითი დეტალები
სტუმრებს ასევე გავუმასპინძლდებით გურული მჭადით, ყველით, ჩვენს ოჯახში დაწურული ღვინითა და „ბადიშის“ ტრადიციული საწებლებით — ნამდვილი გურული სუფრის ატმოსფეროში. ეს მხოლოდ კულინარიული მასტერკლასი არ არის — ეს არის შესაძლებლობა, შეიგრძნოთ გურიის გემო, ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა.